თინა ბოკუჩავა – ჩვენი ამოცანაა გავერთიანდეთ ცვლილებებისთვის, მოხარული ვარ, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს უშრეტი ენერგია უხელმძღვანელებს „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიას დედაქალაქში, რომელსაც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის გამარჯვებაში

მოხარული ვარ, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს უშრეტი ენერგია და შეუძლია 24-საათიან რეჟიმში იმუშაოს საქართველოს მოქალაქეების და თბილისელების ინტერესების დასაცავად, უხელმძღვანელებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიას ქვეყნის დედაქალაქში, რომელსაც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის გამარჯვებაში, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე სოფო ჯაფარიძის არჩევასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ის რომ თბილისი არის ოპოზიციური, რომ თბილისს სურს ცვლილებები, ეს დაამტკიცა აქციებმა, რომლის მასშტაბი აღემატებოდა ყველა სხვა საპროტესტო აქციას, რაც კი საქართველოს უნახავს უახლესი ისტორიის განმავლობაში.
„ამიტომ ჩვენი ამოცანაა გავერთიანდეთ ცვლილებებისთვის, მათ შორის თბილისში და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს უშრეტი ენერგია და რომელსაც შეუძლია, რომ 24 საათიან რეჟიმში იმუშაოს საქართველოს მოქალაქეების და თბილისელების ინტერესების დასაცავად, უხელმძღვანელებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიას ქვეყნის დედაქალაქში, რომელსაც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის გამარჯვებაში, რომელსაც ჩვენ 26 ოქტომბერს საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან ერთად ვიზეიმებთ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”