“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე აირჩიეს

„მედგიდის“ ლიდერი და პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობის“ წარმომადგენელი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს.
პოლიტიკური გაერთიანების ღონისძიება პარტიის ოფისში ჩატარდა.
ჯაფარიძემ სიტყვით გამოსვლისას თანაპარტიელებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
განცხადებაში მან ასევე მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა.
როგორც მან განაცხადა, წინ დიდი ბრძოლაა. სოფო ჯაფარიძის თქმით, ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებს, ამის თქმის საფუძველს კი ხალხის ენთუზიაზმი და შემართება აძლევს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში – მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს – მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ