კორუფცია რუსეთის ჯარში – ჯარისკაცების საკვებით ნაშოვნი ფული? – რუსეთში კიდევ ერთი მაღალჩინოსანი დააკავეს

რუსეთში თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, 69 წლის დმიტრი ბულგაკოვი დააკავეს. საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, გამოძიება კორუფციას ეხება, თუმცა საქმის დეტალებზე არ საუბრობს.
სახელისუფლებო გამოცემა RIA Novosty წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბულგაკოვი ეჭვმიტანილია იმაში, რომ ჯარს მაღალ ფასად უხარისხო საკვებით ამარაგებდა და ფულს იღებდა კომპანიებისგან, რომელთაც სამინისტროსთან კონტრაქტების დადების დროს ლობირებდა.
დმიტრი ბულგაკოვი თავდაცვის მინისტრის მოადგილე 2008-2022 წლებში იყო. იგი პასუხისმგებელი იყო ჯარის ლოგისტიკაზე, ასევე სამხედრო ტრანსპორტირებაზე, თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოყენებული გზებისა და რკინიგზის მდგომარეობასა და რეკონსტრუქციაზე.
ბულგაკოვი მობილიზაციის გამოცხადებიდან მალევე გაათავისუფლეს. ოფიციალურად აცხადებდნენ, რომ ის “სხვა სამსახურში” გადასვლის გამო დაითხოვეს. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ გენერალი ს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექტორთა ხელმძღვანელობაში მუშაობდა.
ბულგაკოვს რუსეთის გმირის წოდება აქვს, რომელიც მან 2016 წელს მიიღო – “სირიის ექსპრესის” ლოგისტიკური ოპერაციის გამო. ამის გარდა, მას სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოც გადასცეს.
ში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერის გამო ბულგაკოვს -მა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა სანქციები დაადეს.
მაისში თანამდებობიდან გადააყენეს თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. გარდა ამისა, აპრილის შემდეგ რუსეთში სულ მცირე ოთხი გენერალი დააკავეს: მინისტრის ყოფილი მოადგილე ტიმურ ივანოვი, სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იური კუზნეცოვი, სამინისტრო კომუნიკაციების მთავარი სამმართველოს უფროსი ვადიმ შამარინი და 58-ე არმიის ყოფილი მეთაური ივან პოპოვი. ივანოვს, კუზნეცოვსა და შამარინს ქრთამის აღებას ედავებიან, პოპოვს – თაღლითობას.

ასევე დაგაინტერესებთ