ათეულ ათასობით ადამიანმა ხელი მოუწერა ლეიბორისტულ პარტიას პეტიციაზე, რომ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ეს თან საუკუნის ანეგდოტია – სპეციალურად მიიღეს ჩვენთვის კანონი, რომ ხალხი შევაწუხოთ ხელმოწერების შეგროვებით მაშინ, როდესაც ეს ჩვენ არასოდეს არ გვჭირდებოდა.
[…] მე აქედან მივმართავ ოლიგარქ ივანიშვილს – ან ეს კანონი შეცვალე, დაგვიბრუნე უფლებები, რაც გვქონდა, როგორც კვალიფიციურ პარტიას, ან სანქციებს ხომ დაგპირდი, ბიძინა და შეგისრულე, საერთაშორისო ტრიბუნალსაც მოგიწყობ ჰააგაში. ეს კარგად დაიხსომე შენ და შენმა მიმდევრებმა.