აღსრულება სწორედ ამის ეთერში გასვლის წინა დღეს მოითხოვა კალაძემ – მელაძე

ტელეკომპანია “პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე კალაძეზე ჟურნალისტურ გამოძიებას უკავშირებს, აღსრულების პროცედურების დაწყებას და თვლის, რომ ამით ხელისუფლება მედიაზე ზეწოლას ცდილობს.
ჩვენ ხვალისთვის ვამზადებთ გამოძიებას იმ ძვირადღირებულ ქონებაზე, რომელიც მტკიცებულებებით დასტურდება, რომ თბილისის მერის განკარგვის ქვეშ არის, თუმცა ის არ არის დეკლარირებული და ჩვენ ვერ ვიპოვეთ ეს ქონება დეკლარაციაში. თბილისის მერიას ჩვენ გავუგზავნეთ წერილი რამდენიმე დღის წინ, პასუხად მივიღეთ, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტვ პირველს აქვს წაგებული სასამართლო დავა და 2023 წლის გადაწყვეტილების აღსრულება სწორედ ამ ჟურნალისტური გამოძიების ეთერში გასვლის წინა დღეს მოითხოვა მ, რაც ჩვენთვის ცხადს ხდის, რომ სასამართლოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები იყენებენ მედიაზე წნეხისთვის, მედიაზე ზეწოლისთვის, რომ ჟურნალისტები დააშინონ და ჩვენ ამას აღვიქვამთ როგორც დაშინების მცდელობას, რომ რაღაცნაირად ხვალ ის გამოძიება, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ, ეთერში არ გავუშვათ. ამ აღსრულების მიზანი არის მედიაზე ფინანსური წნეხის გაძლიერება, იმიტომ, რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი კრიტიკული მედია კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს და კახი კალაძის ადვოკატმა დღეს თავად დაადასტურა, რომ ისინი მოითხოვენ მათ შორის, თუ არ მოხდება ამ თანხის კალაძის ანგარიშზე წარმართვა, მოითხოვენ, რომ მოხდეს ტელევიზიის ანგარიშების და უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღება. როგორც მე ვიცი, ტელევიზიის ანგარიშზე ასეთი თანხა არ არის ახლა, შესაბამისად, უნდა დაველოდოთ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლების მოსვლას, ალბათ, კომპიუტერებს წაიღებენ, მიკროფონებს, კამერებს – გაყიდიან შემდეგ აუქციონზე და ამ რეალიზებული ქონებით მოახდენენ კახი კალაძის ანგარიშზე ამ ფულის ჩარიცხვას,“ – ამბობს ნოდარ მელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – ეს მოღალატეები ოკუპანტებს, ჩვენი ხალხის მწამებლებს ბოდიშს უხდიან – ჩვენი მტრებისთვის ბოდიშის მოხდას მე არ ვაპირებ, შერიგებაც მოხდება, მაგრამ ეს ორმხრივი ამბავი იქნება და არა ისე, რომ ვინმეს თავი დავუხაროთ