გარდაბნის მერია ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ხიდის დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

26 ივლისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდი დაზიანდა. საბედნიეროდ, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა – ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანიასთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფება.
ხიდის აღდგენასთან დაკავშირებით დაწყებულია შესაბამისი პროცედურები, რაც მოიცავს პროექტირებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას.
სამუშაოები სწრაფი ტემპით განხორციელდება.
ხიდის დაზიანების გამო საავტომობილო გადაადგილება დროებით შეზღუდულია.
საავტომობილო საშუალებებისთვის აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება თბილისის შემოვლითი გზის მეშვეობით.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“ – ნათქვამია მუნიციპალიტეტის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – ეს მოღალატეები ოკუპანტებს, ჩვენი ხალხის მწამებლებს ბოდიშს უხდიან – ჩვენი მტრებისთვის ბოდიშის მოხდას მე არ ვაპირებ, შერიგებაც მოხდება, მაგრამ ეს ორმხრივი ამბავი იქნება და არა ისე, რომ ვინმეს თავი დავუხაროთ