სახელმწიფოს პოზიციაა, რომ ქვეყანაში იყოს შენარჩუნებული სტაბილურობა, არავის მიეცეს უფლება და საშუალება იმისა, რომ საქართველოში გაიმეოროს ის, რაც მოხდა ფიცოს და ტრამპის შემთხვევაში

სახელმწიფოს პოზიციაა, რომ ქვეყანაში იყოს შენარჩუნებული სტაბილურობა, არავის მიეცეს უფლება და საშუალება იმისა, რომ საქართველოში გაიმეოროს ის, რაც მოხდა ფიცოს და ტრამპის შემთხვევაში
პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეს ეხმაურება. დეპუტატის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვალდებულებაა ქვეყანაში აღკვეთოს დანაშაული. დიმიტრი ხუნდაძე განმარტავს, რომ სახელმწიფოს პოზიციაა ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული და არავის მიეცეს საშუალება საქართველოში განახორციელოს ის, რაც ფიცოსა და ტრამპის შემთხვევაში მოხდა.
„ცდილობდნენ საქართველოში მოეწყოთ ტერაქტი, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც სტაბილურობის და მშვიდობის გარანტია ქვეყანაში. ვფიქრობ რომ სუს-ის ასეთი პრევენციული დამოკიდებულება და დანაშაულის აღკვეთა, არის მათი ვალდებულება. ეს არის სახელმწიფოს პოზიცია, რომ ქვეყანაში იყოს შენარჩუნებული სტაბილურობა, არავის მიეცეს უფლება და საშუალება იმისა, რომ საქართველოში გაიმეოროს ის, რაც მოხდა ფიცოსთან მიმართებით და რაც გაბედეს ტრამპის შემთხვევაში- პირდაპირ საარჩევნო კამპანიის დროს რომ ესროლეს ტყვია,“- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
Previous „ლაზიკა“, „დიდგორი“ – ქართული წარმოების ჯავშანმანქანებისა და სხვადასხვა ამუნიციის „სიმბოლური რაოდენობის (უკრაინისთვის ) გადაცემაც კი საკმარისი იქნებოდა, მხარდაჭერის გამოსახატად” – რას ამბობდა თეონა აქუბარდია რადიო თავისუფლებასთან 2022 წელს

ასევე დაგაინტერესებთ

არ შეიძლება, ერთი ხელით არღვევდე საარჩევნო პრინციპებს და მეორე მხრივ, როგორც „ობიექტური დამკვირვებელი“ გვიფასებდე არჩევნებს, ასეთ ადამიანებთან შეხვედრას არავითარი ფასი და აზრი არ აქვს ევროპელი დეპუტატების დელეგაციის წევრების ნახევარი ჩართული იყო საქართველოში წინასაარჩევნო აგიტაციაში