გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგებზე იმსჯელეს

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ გაფრინდაშვილმა საინფორმაციო ბიულეტენის გაცნობის მიზნით შეხვედრა გამართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გურიაში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგებზე და 2024 წლის მოსალოდნელ პროგნოზებზე ისაუბრეს. ბიულეტენში ასახულია გეოლოგიური მონიტორინგის და სტიქიის ექსტრემალური გააქტიურების პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგად დამუშავებული გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა) შესახებ ინფორმაცია.

ასევე დაგაინტერესებთ

მსოფლიო ბირთვული კატასტროფის წინაშე დგას – ვინც ქვეყნის დესტაბილიზაციას ხელს უწყობს, უნდა განეიტრალდეს, უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები სამეზობლოსთან უსაფრთხოების ერთობლივი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების შესახებ, უნდა გამკაცრდეს კონტროლი საზღვრებზე