შალვა პაპუაშვილი – FARA-ს მიერ გასაჯაროებული დოკუმენტაციების შემდეგ, დადასტურებულად ვიცით, თუ რა სახის კორუფციასთან გვაქვს საქმე – არის ეჭვები, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს გარკვეულ ჯაჭვთან, რომელიც ლობისტებამდე მიგვიყვანს

FARA-ს მიერ გასაჯაროებული დოკუმენტაციების შემდეგ, ჩვენ უკვე დადასტურებულად ვიცით, თუ რა სახის პოლიტიკურ კორუფციასთან გვაქვს საქმე, როდესაც საკითხი ეხება მიხეილ სააკაშვილს, ბიძინა ივანიშვილს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და ზოგადად საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, FARA-ს ანგარიშებში პირდაპირ წერია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით სტატიები შეკვეთილი იყო, ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებითაც იგივე მოლოდინია, რომ კვალი ლობისტებამდე მივა.
,,აქ პოლიტიკური კორუფცია დადასტურებულია, არა მხოლოდ ის, რომ მედიაში ხდებოდა შეკვეთილი სტატიების გამოქვეყნება, ეს პირდაპირ ვიცით ანგარიშიდან, რომ შეკვეთილი იყო სტატიები. ასევე ვიცით, რომ ლობისტების მუშაობის შედეგი იყო, რომ ისინი პირდაპირ უწერდნენ რეზოლუციის ტექსტებს ზოგიერთ ევროპარლამენტარს და ევროპარლამენტმა ლობისტების მიერ დაწერილი ტექსტები მიიღო რეზოლუციის სახით, რაც არის დიდი სირცხვილი, რის შედეგადაც ანტიქართული დეზინფორმაცია აისახა ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ FARA-ს დოკუმენტაციიდან, რომ მათ ჰქონდათ კომუნიკაცია სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლებთან და ა.შ. ეს არის ტიპური პოლიტიკური კორუფცია, რომელიც სამწუხარო გამოწვევა არის ევროკავშირის ზოგიერთ სტრუქტურაში. ამიტომაც არის მოწოდებები, რომ დაფინანსების გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი, მათ შორის ევროპარლამენტთან დაკავშირებით სხვადასხვა ინიციატივა არსებობს. სამწუხაროდ, ეს თემატიკა ჯერ გაუმჭვირვალეა ევროკავშირის სივრცეში, თუმცა -ის კანონმდებლობის წყალობით, ჩვენ ვიღებთ ხოლმე ამ ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, ეჭვები არის, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს გარკვეულ ჯაჭვთან, რომელიც მიგვიყვანს ლობისტებამდე. დაველოდოთ ცოტა ხანი და დარწმუნებული ვარ, FARA-ს შემდეგ დოკუმენტაციაში ასეთი საკითხებიც ამოტივტივდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ნიკა მელია დაჭერილი კაცია და არ მინდა, რაღაც ისე გამომივიდეს დაკავებულ ადამიანზე – მისი საქციელი და ქმედებები არაადეკვატურია, ის იმ რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელია, რომელიც გარედან იმართება

ლევან სანიკიძე – მე საერთოდ არ ვიმსჯელებ ამ იდიოტიზმზე, რაც მხოლოდ თბილისში არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან არის დაკავშირებული – ჩვენი მიზანი არის ივანიშვილს წავართვათ საქართველო და არა თბილისი

ლევან ხაბეიშვილი – დიდი სიამოვნებით მივიდოდი „კომისიაზე“ და თავს მოვაჭამდი წულუკიანს, რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, გიორგი გახარია გარიგდა ივანიშვილთან იმის სანაცვლოდ, რომ თავისუფლად იაროს – არ მინდა დავუშვა, რომ „ლელოც“ გარიგდება