გამორიცხულია, ამნისტია იგორ გიორგაძესა და ასლან აბაშიძეს შეეხოს, შეიძლება შეეხოს მამალაძეს – ამის მიუხედავად ვერ ვიტყვი, რომ მხარდაჭერას არ იმსახურებდა ეკონომიკური დანაშაულების ამინისტირება – სარჯველაძე

გამორიცხულია ამნისტია იგორ გიორგაძეს და ასლან აბაშიძეს შეეხოს, შესაძლოა, შეეხოს ლევან მამალაძეს , – ამის შესახებ ადამიანის უფლებთა კომიტეტის თავმჯდომარე მ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, შეეხება თუ არა ის მამალაძეს, ამნისტიის პროექტი მხარდაჭერას იმსახურებდა.
სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციას გამბედაობა არ ეყო მხარი დაეჭირა ამნისტიისთვის სწორედ კონკრეტული სახელების და გვარების გამო, ვისაც შეიძლება ამნისტია შეეხოს.
“როგორც ჩანს, იმის სიფრთხილით, რომ შემდგომ ვინმემ არ წამოაძახოს ოპოზიციას ცალკეულ პირებთან მიმართებით ამ გადაწყვეტილების ავკარგიანობის თაობაზე, ცალკეული სახელებიდან და გვარებიდან გამომდინარე, პოლიტიკური გამბედაობა არ ეყოთ და ვერ დაუჭირეს მხარი ზოგიერთმა მათგანმა. ჩვენს გუნდს აღმოაჩნდა ასეთი პოლიტიკური გამბედაობა, მიუხედავად იმისა, რომ ვინმეს შეიძლება თვალში არ მოუვიდეს რომელიმე პირი, რომელიც შეიძლება ამნისტირებული იქნას, სწორია გადაწყვეტილება, რომ 18 წლის წინ ჩადენილი ზოგიერთი დანაშაულის ამნისტირება განხორციელდეს.
მე გავეცანი მედიაში არსებულ, ღია, ხელმისაწვდომ მასალებს და შემიძლია ვთქვა, რომ იგორ გიორგაძეს, ასლან აბაშიძეს გამორიცხულია ეს ამნისტია შეეხოს, რაც შეეხება მამალაძეს, მე რა ინფორმაციებსაც გავეცანი, რაც ღია წყაროებით ხელმისავდომია, შეიძლება მას შეეხოს, დანამდვილებით ვერ ვიტყვი,ამას სასამართლო გადაწყვეტს, მაგრამ რომ შეეხოს, ამის მიუხედავად ვერ ვიტყვი, რომ მხარდაჭერას არ იმსახურებდა ეკონომიკური დანაშაულების ამინისტირება, რომლის შემდეგაც გასულია 18 წელი”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ