საბა ბუაძე – ხელისუფლებას არაფერი აქვს სათქმელი და ისღა დარჩენია, ყველა დღე ოპოზიციაზე საუბრით დაიწყოს – ქუთაისელებს უთხრან, რატომ ჩამოიქცა გელათი, ბათუმელებს – რატომ არის რუსების უკონტროლო შემოდინება, კახელებს – რატომაა პენსია დაბალი?

ცილისმწამებლური კამპანია ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ მათი გაფუჭებული საქმეები გადაფაროს და ხელისუფლებას, რომელსაც არაფერი აქვს სათქმელი ქართველი ხალხისთვის, ისღა დარჩენია ყოველი დღე ოპოზიციაზე საუბრით დაიწყოს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ აღნიშნა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ბოლო პერიოდში, საქართველოს ხელისუფლების მიერ სთვის სანქციების არ დაწესების პოლიტიკის მიმართ ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობდა.
როგორც ბუაძემ განმარტა, „ქართულ ოცნებას“ არაფერი აქვთ ქართველი ხალხისთვის სათქმელი.
„სამარცხვინო შალვა პაპუაშვილი გერმანული საერთაშორისო ორგანიზაციიდან პირდაპირ ივანიშვილის კალთაში გადახტა, იმისთვის, რომ გაავრცელოს ის ტყუილი, რომლითაც მას გაუხარებს გულს. ჩვენ ვიცით, რომ მათ არაფერი აქვთ ქართველი ხალხისთვის სათქმელი. შესაბამისად, თავად მოიაროს საქართველო, ქუთაისელებს უთხრას, რატომ ჩამოიქცა გელათი; ბათუმელებს უთხრას, რატომ არის, მთელი წლის განმავლობაში, მთელს აჭარაში რუსების უკონტროლო შემოდინება; კახელებს უთხრას, რატომ არაა ამ ქვეყანაში არანაირი ეკონომიკური პერსპექტივა და პენსიონერებს მთელი საქართველოს მასშტაბით განუმარტოს, რატომ არის მათი პენსია ასეთ კრიტიკულად დაბალ ნიშნულზე. სინამდვილეში, ეს ცილისმწამებლური კამპანია ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ მათი გაფუჭებული საქმეები გადაფაროს და ხელისუფლებას, რომელსაც არაფერი აქვს სათქმელი ქართველი ხალხისთვის, ესღა დარჩენია, ყოველი დღე დაიწყოს ოპოზიციაზე საუბრით, ნაცვლად იმისა, რომ გააკეთოს საქმე“, – განაცხადა ბუაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკას საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის სანქციების არ დაწესების პოლიტიკის მიმართ. მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც ქსენოფობიის დონემდე მისულ ისტერიას თესავდნენ, დღეს რუსეთთან ღვინით და ვაშლით ვაჭრობაზე და რუსი ტურისტებისგან მიღებულ სარგებელზე ალაპარაკდნენ. „თუკი ოპოზიცია შეძლებს ერთი გრამი ძალაუფლების ხელში ჩაგდებასაც კი, საქართველო დაუბრუნდება კვლავ ომების და ნგრევის ქაოსს, რომლიდანაც, როგორც იქნა ეს ქვეყანა დავიხსენით,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ