“არ იცოდა დაკარგული რომ იყო და მშვიდად სვამდა ყავას” – დათო ლიკლიკაძე

ამ დაკარგულ ბიჭებზე გამახსენდა. რახან მშვიდობა გვაქვს გავიხუმროთ. ვენაში გვაქვს ტური, წასული ვართ 39 ადამიანი. დაგვეკარგა ერთი უსაყვარლესი ქუთაისელი ექიმი, ქალბატონი ვერა. ვეძებთ ყველა, ვერააა…, ვერააა… გავკივით ვენის ქუჩებში. გავიდა რამდენიმე საათი და უცებ ვხედავ ქალბატონი ვერა “ალბერტინას” მუზეუმის წინ, კაფეში ყავას მიირთმევს. -ქალბატონო ვერა აქ ხართ? (შეჰვბღავლე გახარებულმა) -დიახ, 38 ადამიანი დაიკარგა და მათ ვეძებო. ანუ ვერამ არ იცოდა დაკარგული რომ იყო და მშვიდად სვამდა ყავას.