დიმიტრი ხუნდაძე – სამწუხაროდ, მშვიდობის დამცველი ლიდერის მიმართ ტყვიების სროლა მსოფლიოში უცხო აღარ არის – ეს მოხდა სლოვაკეთში, აშშ-ში და როგორც ჩანს, სურთ, რომ ეს საქართველოშიც მოხდეს

სამწუხაროდ, მშვიდობის დამცველი ლიდერის მიმართ ტყვიების სროლა მსოფლიოში უცხო აღარ არის – ეს მოხდა სლოვაკეთში, -ში და როგორც ჩანს, სურთ, რომ ეს საქართველოშიც მოხდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მ განუცხადა.
აქვე ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ასეთი ფაქტები საქართველოში არასდროს დამდგარა, რადგან სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და სუს-ი პრევენციულად მის აღკვეთას ახერხებს.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმ პირების დაკითხვა მიმდინარეობს, ვინც ეჭვმიტანილია იმაში, რომ ცდილობდნენ საქართველოში უშუალოდ ბიძინა ივანიშვილზე ტერაქტი მოეწყოთ, ვინც არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი. ასეთი დანაშაულის პრევენცია და აღკვეთა სუს-ის ვალდებულებაა. არავის მიეცემა უფლება და საშუალება იმისა, რომ რაც ფიცოსთან მიმართებაში მიხდა და რაც ტრამპთან დაკავშირებით გაბედეს, საქართველოშიც მსგავსი რამ გაიმეორონ”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ხერხეულიძე: დღეს ყოველი ჩვენგანი თავისუფალია და “ის” ერთი კაცია პატიმარი… რა კარგები ვართ, რა გადასარევები, როგორ მოგვწონს საკუთარი თავები თავისუფალ ცურვაში, სანამ მიშა ბორკილდადებული გვეგულება..

მიხეილ ყაველაშვილი – ომის დაწყებაში ქვეყანას კი არ ვადანაშაულებთ – ყველა ჩვენგანმა ვერ უზრუნველვყავით, რომ მოვქცეულიყავით როგორც საქართველოს ხელისუფლებას შეეფერება, ვსაუბრობ წინამორბედებზე, მათ გარკვეული კითხვები დატოვეს