ოლიმპიადის გახსნის წინ საფრანგეთის სარკინიგზო ქსელის საბოტაჟის აქტებს შეფერხებები მოჰყვა

პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე საფრანგეთის ჩქაროსნული მატარებლის სარკინიგზო ქსელზე მომხდარმა რამდენიმე საბოტაჟის აქტმა ქვეყანაში არეულობა და შეფერხებები გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, საბოტაჟის მომწყობებმა კოორდინირებულად და წინასწარ დაგეგმვით მოწყობილი დივერსიული აქტებით ქვეყნის სარკინიგზო ქსელის შეფერხება გამოიწვიეს.
სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ სარკინიგზო ქსელში განაცხადეს, რომ საბოტაჟის შედეგად დაზიანდა სიგნალის მიმცემი ყუთები, რომლებიც პარიზისა და საფრანგეთის სხვა ქალაქების დამაკავშირებელი ხაზების გასწვრივ იყო განთავსებული. ერთი-ერთი თავდასხმის შედეგად კი პარიზი-მარსელის ხაზის მუშაობაც დაზიანდა.
აღნიშნული აქტების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ასობით ათას მგზავრს სადგურებში შეყოვნება მოუწია. ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, ხოლო საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრის, პატრის ვერგრიეტეს თქმით, ყოველივე მიანიშნებს, რომ ეს “კრიმინალური ქმედებები” იყო.
თავის მხრივ, სარკინიგზო კომპანია SNCF-მა ხალხს დაგეგმილი მოგზაურობების გადადებისკენ მოუწოდა. კომპანიის თავმჯდომარის, ჟან-პიერ ფარანდუს ცნობით, სარკინიგზო ქსელის შეფერხება 800 000 ადამიანს შეეხო.