პაატა კალანდაძე გაეროს კლიმატის ცვლილებების სამიტზე – ამ ფორმატის ღონისძიებაში პირველად ფიქსირდება 160 ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლების მონაწილეობა – პრემიერს ექნება საშუალება, ყველა ფორმატის შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა

გაეროს კლიმატის ცვლილებების სამიტი ტარდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში. ღონისძიება უპრეცენდენტოდ დიდი მასშტაბის არის, – ამის შესახებ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ განაცხადა.
პაატა კალანდაძის თქმით, მასში მონაწილეობას იღებს 70 ათასზე მეტი უცხო ქვეყნის წარმომადგენელი.
„რაც მნიშვნელოვანი და მთავარი არის ამ ფორმატის ღონისძიებაში, პირველად ფიქსირდება 160 ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლების მონაწილეობა. ხაზგასასმელია, რომ მათ შორის არის სათანადო დონეზე წარმოდგენილი ჩვენი ქვეყანა, საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერი ბატონი . მას ექნება საშუალება, მიიღოს მონაწილეობა ყველა იმ ფორმატის შეხვედრაში, რომელიც ჩანიშნული არის ამ ღონისძიების ფარგლებში. მთავარი, მას მიეცემა საშუალება გამოვიდეს სიტყვით დიდი აუდიტორიის წინაშე.
ასევე ჩანიშნული არის არაბთა გაერთიანებული საამიროების დაარსებიდან 52 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები, რომელშიც ასევე ჩვენი ქვეყნის პრემიერი აქტიურად იქნება ჩართული”, – განაცხადა პაატა კალანდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა

მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს – წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმდჯომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო – ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!