“ბერლინში ჩაფრინდა, რამდენიმე დღით მიდიოდა” – 69 წლის კაცს ოჯახი 2 კვირაა ეძებს

დაიკარგა 12ივლისს
ბერლინში ჩაფრინდა ყველა წესის დაცვით, საბუთებიც წესრიგში ჰქონდა. მაინც დააყოვნეს აეროპორტის გასასვლელში, ჩასვლის მიზეზს აზუსტებდნენდა, ოჯახის წევრებიც დაუკავშირდნენ ამასთან დაკავშირებით! მერე, როგორც შეგვატყობინეს სატელეფონო კავშირით – გავუშვითო, ოღონდ რამდენიმე საათის შემდეგ, სწორი თქვეს თუ არა, ესეც გასარკვევია! უნდა წასულიყო სხვა ქალაქში, მაგრამ ადგილზე არაა მისული! რამდენიმე დღით მიდიოდა და უნდა დაბრუნებულიყო. მას შემდეგ ვეძებთ! შოთა კაპანაძე, ასაკით 69 წლისაა. ჭაღარა თმით. ეცვა თეთრი პერანგი(,,საროჩკა”) წვრილი ზოლებით, შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი, შავი კლასიკური შარვალი და ახურავს შავი კეპიანი ქუდი. აქვს ლურჯი ადიდასის ზურგჩანთა ყვითელი ზოლებით. მამაა ჩემი, იქნებ ვინმემ დაინახეთ სადმე, ძალიან გთხოვთ, შემატყობინოთ…- წერს ია კაპანაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს