გასული ღამის განმავლობაში უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსი სამხედროების მიერ გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტა მოიგერიეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ხერსონის, სუმის, ჟიტომირისა და ჩერნიგოვის რეგიონების თავზე რუსი სამხედროების მიერ გაშვებული 22 Shahed-ის ტიპის კამიკაძე დრონიდან 20-ის ჩამოგდება შეძლეს.
გარდა ამისა, მათივე ცნობით, უკრაინის სამხედრო ძალებმა Искандер-М-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტაც მოიგერიეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ჟიტომირისა და ჩერნიგოვის რაიონებში თავდასხმის შედეგად დაზიანდა ელექტროენერგიის ობიექტები, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.