საქართველოს რკინიგზის მატარებლები თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ახალი ბრენდირებით – „მადლობა ბიჭებს“, იმოძრავებენ

„მადლობა ბიჭებს“ – საქართველოს რკინიგზის მატარებლები თბილისი--თბილისის მიმართულებით ახალი ბრენდირებით იმოძრავებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამგზავრო მატარებლების ფანჯრები ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ფოტოებით დაიბრენდა.
„კომპანია კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ქართველ ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის.
ბრენდირებული მატარებლები ბათუმის რეისებზე მთელი სეზონის განმავლობაში იმოძრავებენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ