ოლიმპიადის გახსნამდე საფრანგეთის რკინიგზას შეუტიეს — შეჩრებულია რეისები

საფრანგეთის მაღალსიჩქარიან სარკინიგზო ქსელზე წინასწარგანზრახული შეტევაა, რამაც სისტემის მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია პარიზის ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე. ინფორმაციას ამის შესახებ სარკინიგზო კომპანია SNCF ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, შეფერხების შედეგად შეჩერებულია არაერთი რეისი, რამაც გამოიწვია რიგები სარკინიგზო სადგურებში. საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა ისაუბრა „კრიმინალურ ქმედებებზე“, რამაც ადამიანთა შვებულებისა და დასვენების გეგმებს პრობლემები შეუქმნა.
SNCF-ის ინფორმაციით, სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართულად გააჩინეს ცეცხლი, რამაც დაზიანება გამოიწვია.
უფრო მეტი დეტალი მომხდარის შესახებ, ამ ეტაპზე უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – თბილისის შემოვლითი გზა 2030 წელს დასრულდება, სამტრედიის ხიდი – 2028 წლისთვის, გრიგოლეთის დარჩენილი, 6 კმ-იანი მონაკვეთი – ზაფხულის ბოლომდე, ხოლო ქობულეთის დარჩენილი 3 კმ – 2026 წლის ბოლომდე

ირაკლი კობახიძე – თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია! შემიძლია შევთავაზო ოპონენტებს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ბოლო ერთი წლის პერიოდიდან