სვანეთში, მთაში დაკარგული ახალგაზრდები უვნებლად გამოჩნდნენ

ახლობლებთან კონტაქტეზე გამოვიდა ის ორი ახალგაზრდა, რომლებიც რამდენიმე დღის წინ მთაში სალაშქროდ წავიდნენ. მათთან 5 დღის განმავლობაში კონტაქტი დაკარგული იყო.
ახალგაზრდების ძებნის ოპერაციაში ჩართულები იყვნენ როგორც ადგილობრივები და მოხალისეები, ისე მეხანძრე-მაშველები დრონებითა და უკვე დღეს დილიდან, ვერტმფრენით.
ახლობელთა ინფორმაციით, ახალგაზრდები უვნებლად არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.