Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონი დოლარის მოცულობის „მწვანე ობლიგაციები“ ირლანდიის საფონდო ბირჟაზე EURONEXT Dublin-ზე განათავსა.
GGU პირველი კომპანიაა, რომელმაც საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე 2024 წლის მაისსა და ივნისში შენელებული აქტივობის შემდეგ, კვლავ გახსნა ქართული კომპანიებისთვის საერთაშორისო კაპიტალის ბაზრები. ხუთწლიანი მწვანე ობლიგაციების სარგებელი 8.875 %-ით განისაზღვრა, გამოშვებისა და განთავსების ფასი კი ნომინალური ღირებულების 100%-ით. უცხოელი და ქართველი ინვესტორების დაინტერესებამ დაახლოებით 60%-ით გადააჭარბა ემისიის მოცულობას.