“ორი დღის წინ მოახერხეს დაკავშირება და მესიჯის გამოგზავნა, რომ დაიკარგნენ ტყეში… ყველას დახმარება მჭირდება” – სვანეთში დაკარგული ახალგაზრდების ახლობელი საზოგადოებას მიმართავს

“ორი დღის წინ მოახერხეს დაკავშირება და მესიჯის გამოგზავნა, რომ დაიკარგნენ ტყეში… ყველას დახმარება მჭირდება” – სვანეთში დაკარგული ახალგაზრდების ახლობელი საზოგადოებას მიმართავს
უკვე მე­ხუ­თე დღეა სვა­ნეთ­ში, ტყე­ში და­კარ­გულ ორ ახალ­გაზ­რდა ეძე­ბენ, თუმ­ცა ამ დრომ­დე მათი პოვ­ნა ვერ ხერ­ხდე­ბა.
და­კარ­გუ­ლე­ბის ახ­ლო­ბე­ლი, დათო ფარ­ჯი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ბი­ჭებ­მა ორი დღის წინ შეძ­ლეს მე­სი­ჯის გაგ­ზავ­ნა. ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხოვს.
“გა­მარ­ჯო­ბათ მე­გობ­რე­ბო 2700 მე­გო­ბა­რი მყავს აქ და ყვე­ლას დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბა სას­წრა­ფოდ გთხოვთ თუნ­დაც უბ­რა­ლოდ გა­კი­თხვით ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მით . მჭირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი დრო­ნე­ბით მო­ხა­ლი­სე თუ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი იქ­ნებ ვინ­მეს სით­ბუ­რი დრო­ნი გქონ­დეთ ან იცო­დეთ რომ აქვს და სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩა­ერ­თოთ სა­ნამ იმე­დი კი­დევ არის …
5 დღეა და­ი­კარ­გნენ ტყე­ში ჩემი ახ­ლობ­ლე­ბი, ორი დღის წინ მო­ა­ხერ­ხეს და­კავ­ში­რე­ბა და მე­სი­ჯის გა­მოგ­ზავ­ნა რომ და­ი­კარ­გნენ ტყე­ში . გა­და­დი­ოდ­ნე ლენ­ტეხ­ში ზემო სვა­ნე­თი­დან . ანუ ბოლო კონ­ტაქ­ტი­დან ორი­დღეა გა­სუ­ლი და არის იმე­დე­ბი რო ცო­ცხლე­ბი არი­ან და დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ . თუ­ვინ­მეს შე­გიძ­ლი­ათ დახ­მა­რე­ბა ძაან გთხოვთ დაგ­ვეხ­მა­რეთ ძებ­ნა­ში”, – წერს დათო ფარ­ჯი­ა­ნი.
მეს­ტი­ი­სა და ლენ­ტე­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ორი მო­ქა­ლა­ქის ძებ­ნა-შვე­ლის ოპე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ინ­ფორმ­ცი­ას -ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.
უწყე­ბის თა­ნახ­მად, ძებ­ნა-შვე­ლის ოპე­რა­ცი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის, თბი­ლი­სის, იმე­რე­თი­სა და მეს­ტი­ის სამ­თო სა­მაშ­ვე­ლო ძა­ლე­ბი და სა­მაშ­ვე­ლო დრო­ნე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი.
მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნის ჩარ­თვა კი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გამო, ამ ეტაპ­ზე ვერ ხერ­ხდე­ბა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”