მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული ტელევიზია CCTV საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გადაცემას ამზადებს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის CCTV გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს. მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზიის 7 კაციანი ჯგუფი თბილისში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარაში მოგზაურობს. ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის წარმომადგენლები დედაქალაქის ისტორიულ უბნებს, ტურისტულ ადგილებს, მცხეთას, კახეთში ვენახებს, მარნებს, ქუთაისს, იმერეთის ეკლესია-მონასტრებს, კულტურულ ძეგლებს, წყალტუბოს, მარტვილის კანიონს, სამეგრელოში ადგილობრივ სამზარეულოს, კოლხეთის ეროვნულ პარკს, პალიასტომის ტბას, ბათუმს, ს ბოტანიკურ ბაღს და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილებს იღებენ.
CCTV საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ გადაცემას ამზადებს, გადაცემა დაეთმობა საქართველოს საზღვაო და სპა კურორტებს, კულტურას, ბუნებას, ქართულ ღვინოსა და კერძებს.
გადაცემას მილიონობით მაყურებელი იხილავს, როგორც ჩინეთში, ასევე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
CCTV-ის აუდიტორია მთელ მსოფლიოში 1.2 მილიარდს აჭარბებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”