კამალა ჰარისი – დონალდ ტრამპთან დებატებისთვის მზად ვარ, როგორც ჩანს, ის უკან იხევს

დონალდ ტრამპთან დებატებისთვის მზად ვარ, როგორც ჩანს, ის უკან იხევს, – ამის შესახებ -ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.
„დონალდ ტრამპთან დებატებისთვის მზად ვარ. 10 სექტემბერს წინასწარ შეთანხმებულ დებატებს დავთანხმდი. ის ამას ადრე დათანხმდა. ახლა, როგორც ჩანს, ის უკან იხევს“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაში განაცხადეს, რომ კამალა ჰარისთან დებატებს არ დათანხმდება, სანამ „დემოკრატები“ საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ ოფიციალურად არ შეთანხმდებიან.
„თაღლითი სა და „დემოკრატიული პარტიის“ ირგვლივ არსებული პოლიტიკური ქაოსის გათვალისწინებით, საარჩევნო დებატების დეტალები ვერ დაზუსტება, სანამ „დემოკრატები“ თავიანთ კანდიდატურას ოფიციალურად არ შეარჩევენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპის კომუნიკაციების დირექტორმა, სტივენ ჩენგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”