ნათია ბანძელაძისა და გიორგი გოგიჩაიშვილის ქალიშვილი ნანუკა გოგიჩაიშვილი ბავშვობიდან ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე. მას წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა, ახლა კი მთლიანად ოჯახზეა კონცენტრირებული. მან რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიაზე იქორწინა და წყვილს უკვე ორი შვილი, აივი-ნიკოლი და ავა ჰყავს. ნანუკა ოჯახთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს და რჩევებს თავის მოვლასთან, ორსულობასა და დედობასთან დაკავშირებით გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ნანუკა გოგიჩაიშვილი კადრებს საკუთარი დაბადების დღის წვეულებიდან აქვეყნებს. ნანუკამ იუბილე საქართველოში, მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნა. საღამოს არაერთი ცნობილი სახეც ესწრებოდა. ნანუკას კი გვერდს მეუღლე, ნიკა და უმშვენიერესი და, ნინი უმშვენებდნენ.
ნათია ბანძელაძე ჟურნალისტია და წლების მანძილზე მუშაობდა ამ მიმართულებით, ის “რუსთავი 2”-ის თანამშრომელი იყო, 2010 წლიდან კი პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.
გიორგი გოგიჩაიშვილი, იგივე “გოგიჩა”, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული მსახიობი, შოუმენი და ტელეწამყვანი იყო. გოგიჩამ უამრავი პატარას ბავშვობა გაალამაზა და, რა გასაკვირია, რომ შვილებისთვის დღემდე ზღაპრის გმირად რჩება. სამწუხაროდ, გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა სიმსივნესთან რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ.
ნინი გოგიჩაიშვილი 1993 წლის 23 ნოემბერს დაიბადა. მან სამოდელო სფეროში პირველი ნაბიჯები ადრეულ ასაკშივე გადადგა, მოგვიანებით კი, 2018 წელს, გახდა “მის საქართველო”. წარადგინა საქართველო კონკურსზე “მის მსოფლიო 2019”.
“ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ჩემმა მშობლებმა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაკავებული იყო და სახლში თითქმის არასდროს იყვნენ, საამისოდ ყველაფერი გააკეთეს. მე და ჩემი და, ნანუკა ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ ბებოების და ბაბუების გაზრდილები ვართ. მოგეხსენებათ 90-იანი წლები რთული პერიოდი იყო, დალხენილი სიტუაცია არ გვქონდა და მშობლები თავდაუზოგავად შრომობდნენ იმისთვის, რომ ყველაფერი მქონოდა. თუმცა მათ ისიც ჩაგვინერგეს, რომ ნივთებზე მეტად მნიშვნელოვანი ოჯახური სითბო და სხვა ფასეულობებია…
არასდროს მომიტყუებია მშობლები, ყველაზე მეტად მათში ის მომწონდა, რომ ყოველთვის მიტოვებდნენ არჩევანის თავისუფლებას. თავისუფლებაა, რომ არ გაჰყვე დედ-მამის კვალს, თუკი არ გაინტერესებს და აკეთო საქმე, რომელიც ძალიან გიყვარს”, – ამბობდა ნინი წლების წინ. დღეს ის დუბაიში ცხოვრობს. სამოდელო სფეროდან მან ჟურნალისტიკაში გადაინაცვლა და იქ საკუთარ გადაცემას “Nini’s Diary” უძღვება. “Nini’s Diary – ნინის დღიური არის სატელევიზიო პროექტი დუბაიში ძვირადღირებული ცხოვრების შესახებ ჩვენი ზღაპრული ტელეწამყვანის, “მის საქართველოს” – ნინი გოგიჩაიშვილის თვალით” – ვკითხულობთ მის აღწერაში.
ნანუკა გოგიჩაიშვილი დაზე, ნინიზე” 4 წლით უფროსია. მან “ვიცე მის-საქართველოს” ტიტული 2015 წელს მოიპოვა. 2019 წელს კი 30 წლის მოდელი ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიაზე დაინიშნა. „ცოლობაზე დავთანხმდი ჩემი ოცნების მამაკაცს“, – წერდა ნანუკა. ნიკა ნაყოფია ცნობილი ბიზნესმენის, კობა ნაყოფიას ვაჟია. ნიკასთვის ეს მეორე ქორწინებაა. მისი პირველი მეუღლე „მის საქართველო 2008“ ხათუნა სხირტლაძე იყო.
ნიკას და ნანუკას ორი ქალიშვილი, აივი-ნიკოლი და ავა ჰყავთ და ლოს-ანჯელესში ცხოვრობენ.