ქოჩორაშვილის “ლევანტედან” წასვლა გარდაუვალი ჩანს – წინადადებები და ვალენსიური გუნდის ფინანსური კრიზისი

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, “ლევანტე” ფინანსურ პრობლემებს განიცდის, რის გამოც რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა ესაჭიროება.
ვალენსიელებმა ოთხი ფეხბურთელი დაიმატეს, მაგრამ ყველა მათგანი თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა; ბუბა სანგარე “რომას” 2 მილიონად მიჰყიდეს, მაგრამ ეს საკმარისი არაა.
ახლა კლუბისთვის ყველაზე მძიმე, მაგრამ მომგებიანი გიორგი ქოჩორაშვილის გაყიდვა იქნება, რომლის ფასმაც ევრო 2024-ის შემდეგ საგრძნობლად მოიმატა.
ჩვენებური რამდენიმე დღეა დაბრუნდა გუნდში და მომავალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. AS-ი აღნიშნავს, რომ ვალენსიელებმა ქართველის სანაცვლოდ რამდენიმე კარგი წინადადება უკვე მიიღეს და არის დიდი ალბათობა იმისა, რომ
ქოჩორაშვილმა ზაფხულში გუნდი შეიცვალოს.