ბერიმ 43 წლის ასაკში კარიერა ინგლისის მე-11 დივიზიონის კლუბში განაახლა

43 წლის ასაკში ცნობილმა ინგლისელმა ნახევარმცველმა გარეთ ბერიმ კარიერის განახლება გადაწყვიტა და ინგლისის მე-11 ლიგის კლუბ Hurstpierpoint-ში ჩაირიცხა.
“ასტონ ვილასა” და “სიტის” ყოფილმა ფეხბურთელმა ბუცები ლურსმანზე 2020 წლის აგვისტოში ჩამოჰკიდა. ბერიმ პრემიერლიგაში 653 მატჩი ჩაატარა, რაც აბსოლუტური რეკორდია.
ვეტერანი ფეხბურთელის ბოლო კლუბი “ვესტ ბრომვიჩი” გახლდათ.