მათი პრობლემა არც მელიაა და არც ხაბეიშვილი, მათი პრობლემაა ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს ინტერესებზე ორიენტირებული პარტია არაა – პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ენმ-ს პრობლემა არა თავმჯდომარეში, არამედ პარტიის არსშია, რომ “ნაცმოძრაობა” არ არის საქართველოს ინტერესებზე ორიენტირებული პარტია.
„მათი პრობლემა არ არის არც მელია და არც ხაბეიშვილი, მათი პრობლემა არის, რომ ეს არ არის საქართველოს ინტერესებზე ორიენტირებული პარტია. ეს არის ორგანიზაცია, ჯგუფი ადამიანების, რომლებიც სხვების კარნახით მოქმედებენ, მათ არა აქვთ დამოუკიდებელი მოქმედების არეალი. ისინი მოქმედებენ სხვისი კარნახით არა თუ ქართველი ხალხის ინტერესის საფუძველზე, არამედ ქართველი ხალხის ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ეს არის პრობლემა და ვინ იქნება ხელმძღვანელობაში, როგორი კონსტრუქცია იქნება თუ სტრუქტურა, ამას არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, სანამ მათი მთავარი ლიდერი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა შემოაპარეს საქართველოში ასარევად, ასეთ ორგანიზაციასთან გვაქვს საქმე,“ – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მსოფლიოს 200 ქვეყნიდან 100-მდე ქვეყანას გაცხადებული ავტოკრატიული მმართველობა აქვს, ასეთ სახელმწიფოებთან თანამშრომლობენ და საქართველოთი არის თურმე ყველა გაოცებული და სანქციებს აწესებენ

ეს არჩევნები ინიშნება მიხეილ ყაველაშვილის და ირაკლი კობახიძის თანახელმოწერით, რასაც 4 პარტია აცხადებს არალეგიტიმურად, უწევთ ჩვენს მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა, მათთვის ტრაგიკულია ეს ყველაფერი