რუსეთის გენერალური პროკურატურის სარჩელი, არყის ბრენდების „მოსკოვკაიასა“ და „სტოლიჩნაიას“ მფლობელის, იური შეფლერისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ, ტამბოვის ოლქის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიზნესმენს აქტივები ჩამოერთმევა და სახელმწიფოს ბიუჯეტს გადაეცემა. გარდა ამისა, შაფლერი და მისი კომპანიები „ექსტრემალურ გაერთიანებად“ გამოაცხადეს. შესაბამისად, სასამართლომ გენპროკურორის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, ივლისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ გენპროკურატურამ სასამართლოში სარჩელი შეფლერისა და მის მიერ კონტროლირებული კომპანიების, Amber Beverage Group Holdings-ისა და Stoli Group-ის წინააღმდეგ შეიტანა. პროკურატურამ ბიზნესმენის საკუთრებაში რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი აქტივების სახელმწიფოსთვის გადაცემა მოითხოვა. საქმე ეხებოდა სს Amber Talvis-ის დისტილერიის, კომპანია СПИ-РВВК-სა და შპს РВВК-ს საწესდებო კაპიტალში არსებულ წილებს.
გენერალური პროკურატურის განცხადებით, სარჩელის საჭიროება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ შეფლერი ხელს უწყობს რუსეთის რეგიონების დაბომბვას, მხარს უჭერს „კიევის რეჟიმს“ და მისი კომპანია უკრაინის შეიარაღებული ძალების დამხმარე ფონდს აფინანსებს.