რუსეთის მთავრობა ბენზინის ექსპორტის აკრძალვის განახლებას აგვისტოდან გეგმავს

რუსეთის მთავრობა ბენზინის ექსპორტის აკრძალვის განახლებას აგვისტოდან გეგმავს
ს მთავრობა ბენზინის ექსპორტის აკრძალვის განახლებას აგვისტოდან გეგმავს. რუსეთის ვიცე-პრემიერის ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტრომ ითხოვა, აკრძალვა სექტემბერ-ოქტომბრამდე გაგრძელდეს.
ბენზინის ექსპორტის აკრძალვა რუსეთმა 2024 წლის 1-ელი მარტიდან დააწესა, თუმცა 20 მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით გამონაკლისი მოქმედებს.
„1-ელი აგვისტოდან გამონაკლისის პერიოდი იწურება. ნავთობპროდუქტების ექსპორტის ავტომატური აკრძალვა მხოლოდ ბენზინს ეხება“, – განაცხადა ალექსანდრ ნოვაკმა მედიასთან.
როგორც რუსეთის ვიცე-პრემიერმა განმარტა, აკრძალვა სექტემბერ-ოქტომბრამდე იმოქმედებს.
„თუ დავინახავთ, რომ სექტემბერ-ოქტომბრის შემდეგ, ექსპორტის ბენზინის აკრძალვა საჭირო გახდება, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ”, – თქვა მან.
ცნობისთვის, რუსეთის გადამმუშავებელ ქარხნებზე უკრაინის თავდასხმების შემდეგ, ნავთობის გადამუშავების მოცულობა შემცირდა. ბენზინის გამომუშავება დეკემბრის ბოლოდან მაისის ბოლომდე 20%-ით, ხოლო დიზელის საწვავის – 11%-ით შემცირდა.