შალვა პაპუაშვილი მამუკა ხაზარაძეზე – მანაც აღიარა, რომ არის ოლიგარქი და აკმაყოფილებს ოლიგარქის ყველა კრიტერიუმს, აქვს ფული, პარტია და მედია – სამარცხვინო ქმედებაა, როდესაც თავად ოლიგარქები საუბრობენ ოლიგარქიაზე

მანაც [მ] აღიარა, რომ ის არის ოლიგარქი და სრულად აკმაყოფილებს ოლიგარქის ყველა კრიტერიუმს, კერძოდ, აქვს ფული, აქვს პარტია და აქვს მედია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ „ტვ პირველისთვის“ სარედაქციო პოლიტიკა არ შეუცვლია“ გამოეხმაურა.
მისივე თქმით, დავით კეზერაშვილის შემდეგ მამუკა ხაზარაძე „კიდევ ერთი თვითაღიარებული ოლიგარქია“.
„კეზერაშვილის შემდეგ ეს [ხაზარაძე] კიდევ ერთი თვითაღიარებული ოლიგარქი გვყავს. ვიცით, რომ კეზერაშვილს აქვს ფული, მან აღიარა და ვიცით რომ აქვს მედია, და იცით რომ მას აქვს პარტია. ზუსტად იგივე გააკეთა მამუკა ხაზარაძემ, მანაც აღიარა, რომ ის არის ოლიგარქი და სრულად აკმაყოფილებს ოლიგარქის ყველა კრიტერიუმს, კერძოდ, აქვს ფული, აქვს პარტია და აქვს მედია. როდესაც თავად ოლიგარქები საუბრობენ ოლიგარქიაზე, რა თქმა უნდა, ძალიან სამარცხვინო ქმედებაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ს განცხადებით, “ლელოს“ ახლა ოლიგარქიის გარდა სხვა პრობლემებიც აქვს. მისი თქმით, პარტია ქვეყნის გარეთ იწონებს თავს და აბეზღებს სხვა ქართველებს, რომ სანქციები დაუწესონ.
„გარდა ამ ოლიგარქიისა „ლელოს“ სხვა პრობლემებიც აქვს. უპირველეს ყოვლისა, ესეც არის ორგანიზაცია, რომელიც არ უყურებს ეროვნულ ინტერესებს და იყურება სხვა დედაქალაქებისკენ. ჩვენ ვნახეთ როგორი ვიზიტი ჰქონდათ -ში, სადაც თავს იწონებდნენ და აბეზღებდნენ ქართველებს, რომ სანქციები დაუწესონ, მოიცილონ კონკურენტები სხვა ქვეყნის ხელით და სახელისუფლებო ბერკეტები მიიღონ. ეს არის სუფთა კომუნისტური, საბჭოთა აზროვნება, რომელიც მათი წარსულიდან გამომდინარეა. ალბათ, საბჭოთა ნომენკლატურაში აქვთ, ზოგიერთი ქართველი ადრე ცენტრში რომ ჩადიოდა, აბეზღებდა სხვა ქართველს რომ მოეცილებინა თავისი პარტიული თუ სხვა კონკურენტი და თვითონ გაეკეთებინა კარიერა. ამათთვის მოსკოვი დღეს სხვა ქალაქებით შეიცვალა, მაგრამ მიდგომა ერთი და იგივე აქვთ. იმაზე კი არ ზრუნავენ, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა მოიპოვონ და მათი მანდატით გადაწყვეტილებები მიიღონ, არამედ მხარდაჭერას და მანდატს ისინი ელიან სხვა ქვეყნებისგან და დედაქალაქებისგან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.