ისრაელის პრემიერი თეთრ სახლში ვიზიტით ჩავიდა

25 ივლისს ს პრემიერმინისტრი პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და დემოკრატიული პარტიის სავარაუდო მომდევნო საპრეზიდენტო კანდიდატთან, ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისსთან შესახვედრად თეთრ სახლში ჩავიდა.
ბაიდენმა ნეთანიაჰუ ოვალურ კაბინეტში მიიღო, სადაც ისრაელის ლიდერმა -ს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის.
ნეთანიაჰუ თეთრ სახლს 2020 წელს ს პრეზიდენტობის პოსტის დატოვებიდან პირველად ეწვია. ვიზიტის მთავარი მიზანი სავარაუდოდ ისრაელ-ჰამასის 9 თვიანი ომის დასრულების გზებზე მსჯელობაა.
თეთრი სახლის ოფიციალური პირების ცნობით, მოლაპარაკებები დასრულების ეტაპზეა, თუმცა დარჩა საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ გადასაწყვეტია.
ბაიდენი ითხოვს, რომ ისრაელმა და ჰამასმა მიიღონ აშშ-ს წინადადება,რომელიც ღაზაში დარჩენილი მძევლების სამფაზიანი გეგმის მიხედვით გაშვებას გულისხმობს.
მოლაპარაკებების შემდეგ ბაიდენი და ნეთანიაჰუ ამერიკელი მძევლების ოჯახებს შეხვდებიან. ჰამასის ტყვეობაში ისრაელელი მძევლები ჯერ კიდევ იღუპებიან.
იმავე დღეს, თეთრ სახლში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე ნეთანიაჰუ კონგრესის წინაშე სიტყვით წარსდგა.
აშშ-ს კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ღაზის სექტორში ომი ერთ დღეში მორჩება, თუ ჰამასი დანებდება, განიარაღდება და ყველა მძევალს დააბრუნებს. მან ხაზი გაუსვა, რომ თუ ასე არ მოიქცევიან, “ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას,” მანამ, სანამ ჯამასის საბრძოლო შესაძლებლობებს არ გაანადგურებენ და ღაზაში მათ მმართვეობას არ დაასრულებენ.