ბელიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო

დიდ დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ერთ-ერთ ბინაში საოჯახო ნივთებს გაუჩნდა.
მათივე თქმით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია და შედეგად არავინ დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ