მეორე დღეა მაშველები მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე ორ დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ

საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეორე დღეა მაშველები მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე ორ დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ.
უწყების ცნობით, ძებნა-შველის ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.
„საძიებო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო ძალებთან ერთად ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი.
მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 24 ივლისს შემოვიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა“, – აღნიშნულია საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ