„ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა არ არის არც მელია, არც ხაბეიშვილი, სახელები და გვარები, მათი პრობლემა არის, რომ ისინი არ არიან საქართველოს ინტერესებზე ორიენტირებული პარტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მთავარი პრობლემა ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ არ აქვთ დამოუკიდებელი მოქმედების არეალი, მოქმედებენ სხვისი კარნახით, არათუ ქართველი ხალხის ინტერესების საფუძველზე, არამედ მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ. ეს არის პრობლემა. ვინ იქნება ხელმძღვანელობაში, როგორი სტრუქტურა ექნებათ, ამას არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ვიდრე მათი ლიდერი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა საქართველოში ასარევად შემოაპარეს. როცა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვსაუბრობთ, ასეთ ორგანიზაციასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.