საქართველო არასდროს შეცვლის კურსს იმიტომ, რომ საზოგადოების განწყობა არის ის, რასაც ჩვენ ვახორციელებთ- ეს არის ევროპული გზა, რაც გვიწერია კონსტიტუციაში

საქართველო არასდროს შეცვლის კურსს იმიტომ, რომ საზოგადოების განწყობა არის ის, რასაც ჩვენ ვახორციელებთ- ეს არის ევროპული გზა, რაც გვიწერია კონსტიტუციაში
„საქართველო არასდროს შეცვლის კურსს იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოების განწყობა არის ის, რასაც ჩვენ ვახორციელებთ და ეს გვიწერია კონსტიტუციაში. ეს არის ევროპული გზა და საქართველოს ხელისუფლება არასდროს შეცვლის ამ კურსს“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, თუ ვინმეს უნდა, კურსის ცვლილებაში იგულისხმოს თავდახრილი, ცალ ფეხზე დგომა, „ქართული ოცნება“ ამაზე ვერ წაჰყვება.
„ჩვენს საარჩევნო სლოგანშიც შემთხვევით არ ჩაგვიწერია ეს სიტყვა- მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით მხოლოდ ევროპისკენ. ეს არის ჩვენი პოლიტიკური მრწამსიც და ეს არის ჩვენი მიმართულებაც და თუ ფიქრობთ, რომ ევროპული გზა ომით, უბედურებით, საკუთარი ჯარისკაცების და მოსახლეობის დახოცვის ხარჯზე [უნდა] იყოს, ეს არ იქნება -ერთი და მეორე, ვერც იქნება, სამწუხაროდ. სულ რომ თავი შესწირო ამ იდეას, ეს ევროპასთან არ დაგაახლოებთ, არ გაგიჩნდეთ ამის ილუზია. ეს თან დაგაშორებთ და თან ფიზიკურად განადგურდებით. გავნადგურდებით და ვერც ევროპას დავუახლოვდებით ამით – ეკონომიკურადაც, ფიზიკურადაც. ვიღაც თუ გატყუებთ და გაჯერებთ, რომ ეს ევროპასთან დაგვაახლოებს, ესეც ცალკე ტყუილია და ამიტომ, თავის გაწირვა ტყუილისთვის არ ღირს“-განაცხადა მ.
Previous: მათ აერთიანებთ საერთო ნიშანი გარდა ბოროტებისა – ეს არის დავალებების შემსრულებლობა – მამუკა მდინარაძე ს და „ლელოს“ გაერთიანებაზე

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერ კობახიძის ზეაქტუალური ინიციატივა, კომპლექსურად დარეგულირდეს კოსმოსური ფასნამატები ქსელურ მარკეტებში, ბიზნესზე ზეწოლა კი არა, კარტელური მტაცებლებისგან მომხმარებელთა დაცვაა

სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს პარტია ფედერალისტები, რომან გოცირიძე და ის 20 კაცი ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობა და აუხსნან დანარჩენ ქვეყანას, რომ ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა მხოლოდ თავისუფალ კონკურენციაში მყოფ მაიონეზ სლობოდას შეუძლია

მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ, ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ