NBC NEWS: ბარაკ ობამა გეგმავს, ღიად მხარი დაუჭიროს კამალა ჰარისის კანდიდატურას

NBC NEWS-ის ინფორმაციით, -ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა საპრეზიდენტო კანდიდატად მხარს ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს ოფიციალურად დაუჭერს.
გამოცემის მიხედვით, ყოფილი პრეზიდენტი ჰარისთან ხშირ კონტაქტზე იყო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. NBC-სთან საუბრისას ანონიმურმა პირებმა დაადასტურეს, რომ პირად საუბრებში ობამამ მხარი დაუჭირა ჰარისის კანდიდატურას, ხოლო მალე ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებასაც გააკეთებს.
“ის [ობამა] რეგულარულად ეკონტაქტება ჰარისს და ფიქრობს, რომ მან ეს პროცესი შესანიშნავად დაიწყო” – ამბობენ NBC-ს წყაროები.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ობამამ ჰარისს შესთავაზა კონსულტაციები საპრეზიდენტო კამპანიის წარმართვასა და ყველა სხვა ასპექტზე, რაც მას არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარება.
ბარაკ ობამა და წლების მანძილზე ერთმანეთს იცნობენ. ჰარისი 2008 წელს აქტიურად უჭერდა მხარს ობამას საპრეზიდენტო კანდიდატურას და 2012 წელს დემოკრატიული პარტიის კონვენციაზე მის მხარდასაჭერად სიტყვითაც გამოვიდა. მეორე მხრივ, ბარაკ ობამა ჰარისის კალიფორნიის გენერალურ პროკურორად არჩევის კამპანიაში იყო ჩართული და ასევე მხარს უჭერდა მის სენატორად არჩევას 2016 წელს.