ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ – “მაგთი” ComCom-ის მოსალოდნელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

“მაგთის” იურისტის, ლევან გიორგაძის განცხადებით, კომპანია გეგმავს გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი მექანიზმი, რათა დასაბუთდეს, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება, კომპანიისთვის ახალი რეგულაციების განსაზღვრის შესახებ, უკანონო და დაუსაბუთებელია.
საუბარია როგორც ფიქსირებული ინტერნეტის, ასევე მობილური მომსახურების ბაზრებზე “მაგთისთვის” მნიშვნელოვანი საბაზრო ოპერატორის სტატუსის მინიჭებასთან და მისთვის საკუთარ ქსელზე კონკურენტების დაშვების ვალდებულების დაკისრებაზე. სწორედ ამას ითვალისწინებს ComCom-ის გადაწყვეტილების პროექტი, რომელზედაც კომისიამ ფიქსირებულ ინტერნეტთან დაკავშირებით დღეს იმსჯელა. პროექტის თანახმად, “მაგთის” საკუთარ ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზე კონკურენტების დაშვების უზრუნველყოფა დაევალება.
“ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ, რათა დასაბუთდეს რომ ეს გადაწყვეტილებები არის უკანონო და არ უნდა არსებობდეს. ეს იქნება სარჩელის წარდგენა თუ ნებისმიერი სხვა ნაბიჯი, ამაზე კომპანია ჩამოყალიბდება. ეს ნაბიჯები დიდი ალბათობით გადაიდგმება.

ასევე დაგაინტერესებთ