მახსოვს არჩევნებზე გაყალბების იდეებით და მსგავსი აზრებით რომ იყვნენ განმსჭვალულნი – გიორგი გამსახურდია გახარიას გუნდზე

მახსოვს არჩევნებზე გაყალბების იდეებით და მსგავსი აზრებით რომ იყვნენ განმსჭვალულნი – გიორგი გამსახურდია გახარიას გუნდზე
გიორგი გამსახურდია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, პარტია ააქტიურებს „არჩევნების დაცვის ჯგუფს“, რომლის მიზანიც არჩევნებზე ხმათა გაყალბების ფაქტების გამოვლენა და მათი დაცვა იქნება.
როგორც გამსახურდია იხსენებს, არჩევნებზე გაყალბების იდეებით და მსგავსი აზრებით სწორედ ისინი [გახარიას გუნდი] იყვნენ განმსჭვალულნი. მისივე თქმით, ალბათ ესეც გეგმის ნაწილი იყო გახარიასგან, რომ „ქართული ოცნების“, დისკრედიტაცია მოეხდინა.
„გახარია და მისი დამქაშები, გაყალბებაზე რომ საუბრობენ ეგ ცალკე კლინიკაა. ერთ-ერთი მათი გუნდთან შეუთავსებლობა სწორედაც ეგ იყო, პირადად მახსოვს არჩევნებზე გაყალბების იდეებით და მსგავსი აზრებით რომ იყვნენ განმსჭვალულნი. რაზედაც, ყოველთვის ჩვენგან თავისთავად უარი იყო. ეგეც ალბათ გეგმის ნაწილი გახლდათ გახარიასგან, რომ ქართული ოცნების, როგორც პოლიტიკური ძალის დისკრედიტაცია მოეხდინა. საერთოდ ეს ადეიშვილის პროკურორი, რა სამართლიანობაზე საუბრობს ვერ გამიგია…“-წერს გიორგი გამსახურდია.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი 26 მაისის აღნიშვნისას რელიგიური თემატიკის გამოყენებაზე: ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს: „ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის“