ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტიდან აპარტამენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვიეს

ოკუპირებული ს ე.წ. პარლამენტიდან აპარტამენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ პროექტი „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
„ეხო კავკაზას“ ცნობით, კანონპროექტის გაწვევა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში 10 ათასამდე ბინის მშენებლობას ითვალისწინებდა, თავად ინიციატორმა ე.წ. დეპუტატებმა მოითხოვეს.
კანონპროექტის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ მოაწერა.
ე.წ. პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება „დაძაბულობის განმუხტვისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად“ იქნა მიღებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”