„სემეკმა“ ელექტროენერგიის ბაზრის ყოველთვიური ანგარიშების გამოქვეყნება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის შესახებ ყოველთვიური ანგარიშების გამოქვეყნება დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.
მათი ცნობით, ანგარიშების გამოქვეყნების მიზანია, საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირების ყოველთვიური შედეგებისა და მაჩვენებლების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირებულობა.
„კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშებში წარმოდგენილია ინფორმაცია საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მოხმარების, ელექტროენერგიის საბითუმო, ტრანსსასაზღვრო, საცალო ბაზრების მიმდინარე ტენდენციებისა და მაჩვენებლების შესახებ.
ამ ეტაპზე, ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშები მოიცავს მიმდინარე წლის 4 თვეს. „სემეკი“ გეგმავს ანგარიშების ყოველთვიურად გამოქვეყნებას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ელექტროენერგიის ბაზრის ანგარიშები მოცემულია შემდეგ ბმულზე: ელექტროენერგიის ბაზრის ანგარიშები

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე – გვექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საერთაშორისო არენაზე და ასევე, გაიმართოს ორმხრივი შეხვედრები

მაია ბუწაშვილი: „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში – სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და გამოცხადდეს, რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული