ქართული პასპორტი გლობალური პასპორტების ინდექსში დაწინაურდა

ქართული პასპორტი გლობალური პასპორტების ინდექსში დაწინაურდა
საკონსულტაციო კომპანია Henley&Partners-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის პასპორტი საერთაშორისო რეიტინგში 6 პოზიციით დაწინაურდა. 2024 წლის კვლევა კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ირკვევა, რომ წელს საქართველო რეიტინგში 44-ე პოზიციას იკავებს და ქვეყნის მოქალაქეებს 122 სახელმწიფოში შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა. ცნობისათვის, შარშან საქართველო ინდექსში 50-ე პოზიციაზე იმყოფებოდა და უვიზოდ მოგზაურობა მოქალაქეებს 116 ქვეყანაში შეეძლოთ.
რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს, რომელსაც 195 სახელმწიფოსთან აქვს უვიზო მიმოსვლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი