მთავრობის განკარგულებით, წარმატებული ქართველების დაფასებისა და მათი პროფესიების პოპულარიზაციისთვის გასამართი ღონისძიებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსებისთვის, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 250 000 ლარი გამოიყო.
აღნიშნული თანხა ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოუყო. შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 18 ივლისს მოაწერა.