უბრალოდ მეომარი ვარ – უკრაინაში მებრძოლი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ში მებრძოლი კონსტანტინე ჯღამაია მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს.
“მკითხეს [ჩემი] გვარი, სახელი და ვუპასუხე. ჩემი. არ მახსოვს მეტი არაფერი. რისი ტერორიზმი, კაცო… ზუსტად არ მახსოვს, რა შეკითხვები იყო, ტერორიზმზე იყო, მაგრამ გულახდილად გავეცი პასუხი, ვაბშე გაკრაში არ ვარ, მე ვარ უბრალოდ მეომარი, მეტი არაფერი” – თქვა კონსტანტინე ჯღამაიამ.
მისი ადვოკატის, თორნიკე ჩიქოვანის თქმით, საქმე არის გრიფით საიდუმლო და შინაარსობრივ დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
“საუბარი იყო ბატონ კონსტანტინეს ცხოვრების წესზე, იმაზე, რომ ის უკრაინაში იბრძოდა გარკვეული პერიოდი ს წინააღმდეგ, და კონკრეტულად იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც სუს-მა გაავრცელა… მიაწოდა ინფორმაცია, რაც ჰქონდა და გაირკვევა, რომ მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ამ გამოძიებასთან და სრულად მისცა ჩვენება” – ამბობს ადვოკატი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ს მკვლელობის მომზადების ფაქტებს.
ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა”. – წერია სუს-ის განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბოლო რამდენიმე დღეა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში მებრძოლ ქართველებსა და ომის ვეტერანებს გამოკითხვაზე იბარებს. დაბარებულთა და გამოკითხულთა შორის ქართული ლეგიონის უკრაინაში მებრძოლი წევრი ნადიმ ხმალაძე, ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტი ლაშა ჭიღლაძე და ომის ვეტერანები, ბესო ბენდელიანი, ლაშა რუხაია, ვაჟა ცეცაძე, გელა კახაბრიშვილი და კონსტანტინე ჯღამაია არიან.

ასევე დაგაინტერესებთ