ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტიდან“ აპარტამენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვიეს

ოკუპირებული ს დეფაქტო პარლამენტიდან გაწვეულია კანონპროექტი აპარტამენტების შესახებ („აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყურაჩალისა და გალის რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“). გადაწყვეტილება „პარლამენტის“ ე.წ. თავმჯდომარემ ლაშა აშუბამ ოფიციალურად გამოაცხადა.
დოკუმენტი ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში 10 ათასამდე ბინის მშენებლობას ითვალისწინებდა.
პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დოკუმენტის გატანის მოთხოვნა კანონპროექტის ინიციატორების – „დეპუტატების“ რეზო ზანთარიას, ბესლან ემურხბას, ალმას აკაბს და გერმან კაჭარავას ეკუთვნის.
„აფხაზეთის რესპუბლიკის სახალხო კრების – პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, აფხაზეთის რესპუბლიკის სახალხო კრების თავმჯდომარემ ლაშა აშუბამ ხელი მოაწერა დოკუმენტს ამ კანონპროექტის დაბრუნების თაობაზე იმ დეპუტატებისთვის, ვინც მისი განხილვის ინიციატორი იყო. ამრიგად, კანონპროექტი პარლამენტიდან გაწვეულია“ – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – დაველოდებით როგორი შემოთავაზება იქნება – პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, ჩვენი პოზიცია რისკებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება შეიქმნას, დანარჩენი მისი გადასაწყვეტია