რუსეთმა და ჩინეთმა ერთობლივი საჰაერო პატრულირება განახორციელეს

რუსეთმა და ჩინეთმა ერთობლივი საჰაერო პატრულირება განახორციელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა ერთობლივი საჰაერო პატრულირება ჩუკოტკისა და ბერინგის ზღვებისა და წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის თავზე ჩაატარეს.
ბომბდამშენების დაცვას რუსული „სუ-30სმ“ და „სუ-35ს“ ტიპის გამანადგურებლები უზრუნველყოფდნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ფრენის ხანგრძლივობა ხუთ საათზე მეტი იყო და თვითმფრინავებს სხვა სახელმწიფოების საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ.

ასევე დაგაინტერესებთ