მთავრობა „წარმატებული ქართველების დაფასებისთვის“ 250 000 ლარს დახარჯავს

საქართველოს მთავრობის 18 ივლისის განკარგულებით, მთავრობა სარეზერვო ფონდიდან „წარმატებული ქართველების დაფასებისა და მათი პროფესიების პოპულარიზაციისთვის“ გასამართი ღონისძიებისთვის 250 000 ლარს დახარჯავს.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ ამისათვის ფინანსები მთავრობის ადმინისტრაციას სარეზერვო ფონდიდან ფინანსთა სამინისტრომ გამოუყო:
„წარმატებული ქართველების დაფასებისა და მათი პროფესიების პოპულარიზაციისთვის გასამართი ღონისძიებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოუყოს 250 000 ლარი,“ — წერია დოკუმენტში, რომელსაც ხელს ირაკლი აწერს.
აღნიშნულთან დაკავშირებით მეტი დეტალის გასარკვევად „ნეტგაზეთი“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურთან ცდილობს დაკავშირებას. დამატებითი დეტალების გარკვევის შემთხვევაში სტატია განახლდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”