„თიბისი კაპიტალი“ კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვას უკვე ქართულადაც აქვეყნებს

“ კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვას, ინგლისურთან ერთად, ახლა უკვე ქართულადაც აქვეყნებს.
ამის შესახებ ინფორმაციას „“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმოხილვა არსებული და პოტენციური ინვესტორებისათვის, კაპიტალის ბაზრების მონიტორინგის გამარტივების მიზნით შეიქმნა და საერთაშორისო აქციების ბაზრების, ინდექსებისა და ინდივიდუალური კორპორაციების ფუნდამენტურ და ტექნიკურ მიმოხილვას აერთიანებს.
„მიმოხილვაში გაეცნობით ამერიკის უდიდეს საფონდო ბირჟებზე დალისტული კორპორაციების მდგომარეობას, საერთაშორისო მაკროეკონომიკურ მიმოხილვას და ბაზრის სექტორულ ანალიზს, ასევე მიმდინარე პერიოდში 4 აქტუალურ საინვესტიციო თემას.
კაპიტალის ბაზრების სექტორული მიმოხილვის ფარგლებში, „თიბისი კაპიტალი“ საინფორმაციო ტექნოლოგიების, კომუნიკაციების, ენერგეტიკისა და სხვა სექტორების დეტალურ, ყოველკვირეულად ანალიზს გთავაზობთ.
კაპიტალის ბაზრების უახლეს მიმოხილვას ქართულ ენაზე გაეცანით ბმულზე.“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ჩაგვრის გზას ადგას საქართველოს ხელისუფლება და ცდილობს საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას – მოვუწოდებ ეუთოს ასამბლეას, მხარდაჭერა გამოუცხადონ თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს