ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კისინჯერი ნიქსონისა და ფორდის ადმინისტრაციების დროს ამერიკის მთავარი დიპლომატი და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იყო. ის 1973 წელს დაინიშნა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე და უდიდესი გავლენა ჰქონდა აშშ-ის პოლიტიკაზე ცივი ომის დროს. კისინჯერი ცნობილია საერთაშორისო დაძაბულობის განტვირთვის (Détente) პოლიტიკით, რომელსაც ატარებდა საბჭოთა კავშირთან და ჩინეთთან. მას მინიჭებული აქვს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ვიეტნამის ომის დასრულების მცდელობისთვის, მაგრამ ზოგიერთი ასევე მიიჩნევდა ომის დამნაშავედ აშშ-ის მიერ კამბოჯის დაბომბვის გამო. ასევე, ადანაშაულებდნენ ჩილეში სისხლისმღვრელი გადატრიალების ფარულ მხარდაჭერაში.
ჰენრი კისინჯერი არის დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ არაერთი წიგნის ავტორი. ივლისში, 100 წლის ასაკში, შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საზოგადოებაში არანაირი ეჭვი არ არსებობს, ეჭვი აქვს იმ მცირე ჯგუფს, რომელსაც ტვინი გამოურეცხეს – რომლებსაც აჯერებენ, რომ თუთიყუშს ბუმბული გასძვრა იმის გამო, რომ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღით მოწამლეს