“სანქციების საკითხი არ მაწუხებს… რომ მქონდეს საშუალება ადვოკატი დავიქირაო და ასიათასობით თანხა ვუხადო, სიმართლეს დავადასტურებდი” – ლევან მურუსიძე

იცით, რა არის? მე რომ მქონ­დეს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ად­ვო­კა­ტი და­ვი­ქი­რაო და მას ასი­ა­თა­სო­ბით თან­ხა ვუ­ხა­დო და­ვა­დას­ტუ­რებ­დი, რომ ნამ­დვი­ლად ის არის იმი­ტომ, რომ ასი პრო­ცენ­ტით მარ­თა­ლი ვარ, – ამის შე­სა­ხებ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რმა, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, რო­დე­საც უპა­სუ­ხა შე­კი­თხვას, აპი­რებს, თუ არა სარ­ჩე­ლის მომ­ზა­დე­ბას და აშშ-ში გაგ­ზავ­ნას მისი და­სან­ქცი­რე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, რო­გორც ამას აპი­რებ­და ასე­ვე ერთ-ერთი სან­ქცი­რე­ბუ­ლი მო­სა­მარ­თლე ლე­ვან შენ­გე­ლია.
ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის თქმით, მისი და­სან­ქცი­რე­ბის სა­კი­თხთან კო­რუფ­ცია არა­ფერ შუ­ა­შია და სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სხვა რა­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.
“სი­მარ­თლე გი­თხრათ, ყვე­ლა­ფე­რი გა­მოჩ­ნდე­ბა იმ­დე­ნად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი, არაზ­ნე­ობ­რი­ვია და არა­ფერს ეფუძ­ნე­ბო­და ეს სან­ქცი­ე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი გა­მოჩ­ნდე­ბა და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ცხა­დი გახ­დე­ბა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, სან­ქცი­ე­ბის სა­კი­თხი არ მა­წუ­ხებს იმი­ტომ, რომ 100%-ით მარ­თა­ლი ვარ, შე­სა­ბა­მი­სად, გავ­ყვე­ბი და რაც იქ­ნე­ბა ეგ არის. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, იცით, რა არის? მე რომ მქონ­დეს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ად­ვო­კა­ტი და­ვი­ქი­რაო და მას ასი ათა­სო­ბით თან­ხა ვუ­ხა­დო და­ვა­დას­ტუ­რებ­დი, რომ ნამ­დვი­ლად ის არის იმი­ტომ, რომ ასი პრო­ცენ­ტით მარ­თა­ლი ვარ. ერთი სი­ტყვით, ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბა, ასე მგო­ნია იმი­ტომ, რომ მარ­თა­ლი ვარ. ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა, რო­გორ იქ­ნე­ბა.
რას და­ვა­პი­რებ და რას გა­ვა­კე­თებ ამას დრო გვიჩ­ვე­ნებს. ახლა, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჩემ­თვის მთა­ვა­რი არის ის, რომ მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ და მი­მაჩ­ნია, რომ ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი იყო და შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ ადა­მი­ანს, მოქ­მედ მო­სა­მარ­თლეს აბ­რა­ლებ­დე კო­რუფ­ცი­ას, მაგ­რამ თვი­თო­ნაც იცი­ან, რომ აქ კო­რუფ­ცია არა­ფერ შუ­შია და რე­ა­ლუ­რად მე მგო­ნია, რომ ჩემი და­სან­ქცი­რე­ბის სა­კი­თხი სხვა რა­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. მერე, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა იმი­ტომ, რომ ყვე­ლამ იცის, კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლად არ ვარ. თუ რამე იყო კო­რუფ­ცი­ის სა­ფუძ­ვე­ლი შე­ეძ­ლოთ კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი ეთ­ქვათ, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტის და­სა­ხე­ლე­ბის გა­რე­შე მო­სა­მარ­თლეს აბ­რა­ლებ­დე, რომ ის კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლია ეს უკვე სხვა თე­მაა“, – გა­ნა­ცხა­და ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ.
კი­თხვა­ზე, გა­მო­რი­ცხავს, თუ არა სარ­ჩე­ლით მი­მარ­თოს აშშ-ში სა­სა­მარ­თლოს ასე უპა­სუ­ხა:
“არ გა­მოვ­რი­ცხავ, ახ­ლაც ვფიქ­რობ, არ ვიცი, ვნა­ხოთ, შევ­ხე­დოთ, რა და რო­გორ იქ­ნე­ბა“-გა­ნა­ცხა­და მუ­რუ­სი­ძემ.
ცნო­ბის­თვის, აშშ-მ 2023 წლის გა­ზა­ფხულ­ზე, ოთხ ქარ­თველ მო­სა­მარ­თლეს – მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძეს, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძეს, ირაკ­ლი შენ­გე­ლი­ას და ვა­ლე­რი­ან ცერ­ცვა­ძეს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა. აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის, ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძის, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის, ირაკ­ლი შენ­გე­ლი­ას და ვა­ლე­რი­ან ცერ­ცვა­ძის სა­ჯა­რო სან­ქცი­რე­ბას ახ­დენს, ვი­ზის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ 7031(c) წე­სის სა­ფუძ­ველ­ზე, მნიშ­ვნე­ლო­ვან კო­რუფ­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მათი ჩარ­თუ­ლო­ბის გამო.
რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­ში ბლინ­კე­ნი გან­მარ­ტავს, აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა, ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნეს მათი თა­ნამ­დე­ბო­ბა რო­გორც სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე­ებ­მა და იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რებ­მა, რი­თაც ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნეს სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის მი­მართ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”